კომპანია „ისი-პარი“ 1995 წლიდან ზრუნავს მომხმარებელთა სილამაზეზე. პარფიუმერული სამყაროს სიახლეები და ინოვაციები „ისი პარის“ საშუალებით სწრაფად აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ქსელი წარმოდგენილია ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში.
„ისი პარის“ მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნაა.
„ისი პარის“ სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. კომპანია გამუდმებით ზრუნავს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. „ისი პარი“ გუნდის ახალ წევრებს დასაქმების შემთხვებაში სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.
„ისი პარი“ ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს, პარფიუმერული სამყაროს რიტმს აყვეს.
www.iciparis.ge; https://www.linkedin.com/company/iciparis/
„ისი პარი“ აცხადებს ვაკანსიას ციფრული გაყიდვებისა და მომხმარებლის გამოცდილების მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ვაშლიჯვარი, სარაჯიშვილის 17ა
სამუშაო გრაფიკი: ადმინისტრაციული სამუშაო გრაფიკი
დაქვემდებარებულია: დირექტორი
ანაზღაურება: 4000 – 4500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
პოზიციის მიზანია კომპანიის ციფრული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და მართვა, ვებგვერდისა და ელ-კომერციის პლატფორმის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ონლაინ გაყიდვების ზრდა, CRM/ლოიალობის სისტემების მეშვეობით მომხმარებელთა შენარჩუნება და ლოიალობის ამაღლება
- ონლაინ კომერციისა და საიტის მართვა; ელ-კომერციის პლატფორმის გამართული, შეუფერხებელი მუშაობისა და ტექნიკური განვითარების უზრუნველყოფა;
- საიტის ანალიტიკის მონიტორინგი და მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება;
- საიტის ფუნქციონალის გამართულად მუშაობის მონიტორინგი, კონტროლი, შეფასება, ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
- ონლაინ გაყიდვების დაგეგმვა, განაწილება და შესრულების ყოველდღიური/ყოველთვიური მონიტორინგი;
- მომხმარებელთა მომსახურების მაღალი ხარისხის სტანდარტების დანერგვა;
- CRM სტრატეგიისა და მომხმარებლის სასიცოცხლო ციკლის მართვის პოლიტიკის შემუშავება;
- ლოიალობის პროგრამების შემუშავება, დანერგვა და ეფექტურობის შეფასება მომხმარებელთა შენარჩუნებისა და ზრდის მიზნით;
- ბაზრის ტენდენციების, კონკურენტების და ახალი ციფრული ტექნოლოგიების მუდმივი კვლევა და პრაქტიკაში დანერგვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან მომიჯნავე სფეროში;
- 3 წლიანი გამოცდილება ელექტრონულ კომერციაში;
- გუნდის მართვის გამოცდილება;
- უცხო ენების მაღალ დონეზე ფლობა;
დამატებითი ინფორმაცია
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
- გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან;
- გასაუბრება გენერალურ მენეჯმენტთან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 27 ნოემბერი 2026 წ.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში. თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში. წინამდებარე პროცესში ჩვენ ვიყენებთ მესამე პირის შპს „სელფ.ჯი“-ს (დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი - info@self.ge) მომსახურებას, კერძოდ, რეკრუტინგის პროცესის მართვის ფუნქციონალს. დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.