კომპანია „ისი პარი“ 1995 წლიდან ზრუნავს მომხმარებელთა სილამაზეზე. პარფიუმერული სამყაროს სიახლეები და ინოვაციები „ისი პარის“ საშუალებით სწრაფად აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ქსელი წარმოდგენილია ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში.
„ისი პარის“ მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნაა.
გიყვარს სილამაზის ინდუსტრია და გსურს შენი კარიერა წარმატებულ კომპანიაში დაიწყო ან განავითარო?
„ისი პარი“ ეძებს მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან იმუშაონ მეგობრულ გარემოში პროფესიონალებთან ერთად და ჩაერთონ მუდმივი ზრდისა და განვითარების პროცესში.
„ისი პარი“ გთავაზობთ:
• საინტერესო სამუშაო გარემოს პროფესიონალ გუნდთან ერთად;
• ინტენსიური სწავლების და მუდმივი განვითარების შესაძლებლობას;
• შიდა დაწინაურების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
• სამოტივაციო აქტივობებს;
„ისი პარი“ ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს, პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს.
დატოვე რეზიუმე და გახდი „ისი პარის“ გუნდის წევრი, რადგან ჩვენ ერთად ვქმნით მომხმარებელსა და თანამშრომელზე ორიენტირებულ ძლიერ კომპანიას!
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!