კომპანიის შესახებ

„ისი პარი“ ( Ici Paris- “აქ არის პარიზი“) — ლიდერი პარფიუმერული ქსელი საქართველოში, რომელიც 1995 წლიდან ზრუნავს მომხმარებელთა სილამაზეზე.

ბრენდის დაარსებამ საფუძველი ჩაუყარა ხარისხსა და განვითარებაზე ორიენტირებულ ქართულ პარფიუმერულ ისტორიას.

კომპანიის მისიაა - საქართველოში სილამაზის ინდუსტრიის განვითარებისა და ბაზარზე სიახლეების შემოტანის ხელშეწყობა.

დღესდღეობით „ისი პარი“ წარმოადგენს 20 მაღაზიას ქვეყნის მასშტაბით და მომხმარებელს სთავაზობს როგორც ლუქს, ასევე, შედარებით ხელმისაწვდომი ბრენდების ფართო არჩევანს. ჩვენი პრიორიტეტია ხარისხი, მრავალფეროვნება და პროფესიონალიზმი.

მსოფლიო სიახლეები და ინოვაციები „ისი პარის“ საშუალებით დაუყოვნებლივ აღწევს ქართველ მომხმარებლამდე და აცნობს წამყვან პარფიუმერულ და კოსმეტიკურ ბრენდებს.

„ისი პარის“ ძლიერი მხარე მისი გუნდის პროფესიონალიზმია. კომპანიაში დასაქმებულია 400-მდე მაღალკვალიფიციური და მოტივირებული თანამშრომელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც მომხმარებლის კმაყოფილება, ისე გუნდის პროფესიული განვითარება. სწორედ ამიტომ, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომლებისთვის საუკეთესო სამუშაო გარემოსა და უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნაა.

„ისი პარი“ არის ადგილი, სადაც სილამაზე, სტილი და ხარისხი ერთიანდება. ჩვენ ვიწვევთ ყველას, ვისაც სურს, პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს და მუდმივად ეძებოს სიახლეები და ინოვაციები.