კომპანია „ისი-პარი“ 1995 წლიდან ზრუნავს მომხმარებელთა სილამაზეზე. პარფიუმერული სამყაროს სიახლეები და ინოვაციები „ისი პარის“ საშუალებით სწრაფად აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ქსელი წარმოდგენილია ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში.
„ისი პარის“ მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნაა.
„ისი პარის“ სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. კომპანია გამუდმებით ზრუნავს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. „ისი პარი“ გუნდის ახალ წევრებს დასაქმების შემთხვევაში სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.
„ისი პარი“ ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს, პარფიუმერული სამყაროს რიტმს აყვეს.
www.iciparis.ge ; https://www.linkedin.com/company/iciparis/
„ისი-პარი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში , ბათუმში.
სამუშაო ადგილი - ქ.თბილისი / ქ.ბათუმი
სამუშაო გრაფიკი - ცვლიანი სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე, 8 საათიანი გრაფიკი
საკონტაქტო ინფორმაცია - hr-iciparis@prestige.ge
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
-
მაღაზიაში შემოსული მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
-
ბრენდების თაროებზე განლაგების კონტროლი და მონიტორინგი;
-
მაღაზიაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა;
-
მომხმარებლისთვის მიმდინარე აქციების შეთავაზება;
-
მაღაზიაში წარმოდგენილი ბრენდების სრულყოფილი ცოდნა;
-
მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა და სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გაწევა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
სასურველია უმაღლესი განათლება;
-
სასურველია მომსახურების/გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
-
სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV), 2026 წლის 18 ივნისამდე.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში. თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში. წინამდებარე პროცესში ჩვენ ვიყენებთ მესამე პირის შპს „სელფ.ჯი“-ს (დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი - info@self.ge) მომსახურებას, კერძოდ, რეკრუტინგის პროცესის მართვის ფუნქციონალს. დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.