კომპანია „ისი პარი“ 1995 წლიდან ზრუნავს მომხმარებელთა სილამაზეზე. პარფიუმერული სამყაროს სიახლეები და ინოვაციები „ისი პარის“ საშუალებით სწრაფად აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ქსელი წარმოდგენილია ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში.
„ისი პარის“ მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნაა.
„ისი პარის“ სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. კომპანია გამუდმებით ზრუნავს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. „ისი პარი“ გუნდის ახალ წევრებს დასაქმების შემთხვევაში სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.
„ისი პარი“ ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს, პარფიუმერული სამყაროს რიტმს აყვეს.
www.iciparis.ge; https://www.linkedin.com/company/iciparis/
„ისი-პარი“ აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ვაშლიჯვარი, პ. სარაჯიშვილის 17ა
სამუშაო გრაფიკი : ადმინისტრაციული სამუშაო გრაფიკი
საკონტაქტო ინფორმაცია - 577 28 80 04; hr-iciparis@prestige.ge
ძირითადი მოვალეობები:
მაღაზიათა ქსელსა და სათაო ოფისში სამეურნეო და ტექნიკური ხასიათის პრობლემების იდენტიფიცირება, აღმოფხვრა და შესაბამისი პირებისათვის ინფორმაციის დროულად მიწოდება;
ოფისში და მაღაზიებში განათების, გამათბობლების და სხვა ელექტრო დანადგარების გამართვა/შეკეთება;
სარეკლამო სლაიდების შეცვლა ავეჯსა და მონიტორებზე;
ოფისსა და მაღაზიაში ძირითადი საშუალებებისა და ინვენტარის მოვლა-შენახვის უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვისა, შესყიდვებისა და სამეურნეო განყოფილების დეპარტამენტებთან;
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში. თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში. წინამდებარე პროცესში ჩვენ ვიყენებთ მესამე პირის შპს „სელფ.ჯი“-ს (დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი - info@self.ge) მომსახურებას, კერძოდ, რეკრუტინგის პროცესის მართვის ფუნქციონალს. დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.