ფოტო
დიჯიტალ მარკეტინგის განვითარების მენეჯერი
brand1
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-04-29 - 2026-05-29
კომპანია „ისი-პარი“ 1995 წლიდან  ზრუნავს მომხმარებელთა სილამაზეზე.  პარფიუმერული სამყაროს სიახლეები და ინოვაციები „ისი პარის“ საშუალებით სწრაფად აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ქსელი წარმოდგენილია ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში. „ისი პარის“ მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნაა. „ისი პარის“ სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. კომპანია გამუდმებით ზრუნავს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. „ისი პარი“ გუნდის ახალ წევრებს დასაქმების შემთხვევაში სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს. „ისი პარი“ ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს, პარფიუმერული სამყაროს რიტმს აყვეს. www.iciparis.ge ; https://www.linkedin.com/company/iciparis/   „ისი-პარი“ აცხადებს ვაკანსიას  დიჯიტალ მარკეტინგის განვითარების მენეჯერის  პოზიციაზე. პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ვაშლიჯვარი, პ. სარაჯიშვილის 17ა სამუშაო გრაფიკი : ადმინისტრაციული სამუშაო გრაფიკი ანაზღაურება: 4000 ლარი (ჯამური შემოსავალი ბონუსის გათვალისწინებით)   ძირითადი მოვალეობები: სოციალური მედიის არხების მართვა (Facebook, Instagram, LinkedIn, TikTok, Youtube etc..). რეკლამის დაგეგმვა, აწყობა, სწორი აუდიტორიის შერჩევა, მართვა, ოპტიმიზაცია, ანალიტიკის დამუშავება და რეპორტინგი; საძიებო სისტემების google my business-ის, Google Analytics და Google Ads მართვა და რეკლამირება; Web გვერდების, SEO/SEM ოპტიმიზაცია, პროცესის დაგეგმვა, მართვა, კვლევა, მონიტორინგი და რეპორტინგი; ბრენდის მონიტორინგი ციფრულ სამყაროში; კონკურენტების მონიტორინგი, მიახლოებული ბაზრის კვლევა რეკლამების მიმართულებით, ანალიზი და გუნდთან გაზიარება; არსებული სიახლეების მონიტორინგი ციფრულ სამყაროში და  ბრენდზე მორგება; კომპანიის ვებ-გვერდების მართვა და განვითარება მარკეტინგული სტრატეგიისა და ინიციატივების შესაბამისად; გუნდთან ერთად მარკეტინგულ კამპანიებზე და კრეატიულ იდეებზე მუშაობა;   საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ციფრული მარკეტინგის მიმართულებით; სასურველია მარკეტინგის მიმართულებით პროფესიული ტრენინგები/კურსები; მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის სფეროში; ინგლისური ენის ცოდნა; საოფისე პროგრამების ცოდნა; სოციალური ქსელის მართვის ინსტრუმენტების ცოდნა - Meta Business, google ads, google business, analytics, Tik Tok Business, Linkdin Business;   დამატებითი ინფორმაცია: კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს: აპლიკაციების მიღება/გადარჩევა; გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვისა და  მარკეტინგის  დეპარტამენტებთან;   გისურვებთ წარმატებას! გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში. თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში. წინამდებარე პროცესში ჩვენ ვიყენებთ მესამე პირის შპს „სელფ.ჯი“-ს (დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი - info@self.ge) მომსახურებას, კერძოდ, რეკრუტინგის პროცესის მართვის ფუნქციონალს. დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.    
კონსულტანტი
brand1
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-05-18 - 2026-06-18
კომპანია „ისი-პარი“ 1995 წლიდან ზრუნავს მომხმარებელთა სილამაზეზე. პარფიუმერული სამყაროს სიახლეები და ინოვაციები „ისი პარის“ საშუალებით სწრაფად აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ქსელი წარმოდგენილია ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში. „ისი პარის“ მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნაა. „ისი პარის“ სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. კომპანია გამუდმებით ზრუნავს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. „ისი პარი“ გუნდის ახალ წევრებს დასაქმების შემთხვევაში სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს. „ისი პარი“ ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს, პარფიუმერული სამყაროს რიტმს აყვეს. www.iciparis.ge ; https://www.linkedin.com/company/iciparis/   „ისი-პარი“ აცხადებს ვაკანსიას  კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში , ბათუმში. სამუშაო ადგილი - ქ.თბილისი /  ქ.ბათუმი სამუშაო გრაფიკი - ცვლიანი სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე, 8 საათიანი გრაფიკი საკონტაქტო ინფორმაცია -  hr-iciparis@prestige.ge   ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: მაღაზიაში შემოსული მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა; ბრენდების თაროებზე განლაგების კონტროლი და მონიტორინგი; მაღაზიაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა; მომხმარებლისთვის მიმდინარე აქციების შეთავაზება; მაღაზიაში წარმოდგენილი ბრენდების სრულყოფილი ცოდნა; მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა და სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გაწევა;   საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია უმაღლესი განათლება; სასურველია მომსახურების/გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;   დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV), 2026 წლის 18 ივნისამდე. გისურვებთ წარმატებას!    გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში. თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში. წინამდებარე პროცესში ჩვენ ვიყენებთ მესამე პირის შპს „სელფ.ჯი“-ს (დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი - info@self.ge) მომსახურებას, კერძოდ, რეკრუტინგის პროცესის მართვის ფუნქციონალს. დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.